რუსთავში ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა

0
4267

რუსთავში, ორი მცირეწლოვანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები, 15 დღის და 22 დღის ბავშვები არიან. “ტელეგრაფის” ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი, ერთ შემთხვევაში საწოლიდან გადმოვარდნა გახდა, მეორე შემთხვევა კი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც რუსთავის აზოტის საავამდყოფოს ექიმი, “ტელეგრაფთან” საუბრისას აღნიშნავს, ბავშვები, გაჩიანიდან და რუსთავიდან იყვნენ. რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც “ტელეგრაფს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობი სისცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზებს, ექსპერტიზა დაადგენს.

 

კომენტარები გამორთულია