№41 საბავშო ბაღის რეკონსტრუქცია დაიწყო

0
774

ქალაქ რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში №41-ე საბავშო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში უკვე წარმატებით განხორციელდა №6-ე და №40-ე საბავშო ბაღების სრული რეაბილიტაცია. პროექტი ევროკავშირისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ასევე მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის და „ სადემონსტრაციო პროექტების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას ქალაქის მერი დავით ჯიქია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, გიორგი ჭყონდიდელის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა შავაძე, მერის მოადგილე ნოდარ შეროზია და მედიის წარმომდგენლები ესწრებოდნენ. სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება.

NO COMMENTS