გაზეთი „ტელეგრაფი“ აცხადებს ფოტოკონკურსს „ჩემი ქალაქი“

0
256

გაზეთი „ტელეგრაფი“ აცხადებს ფოტოკონკურსს „ჩემი ქალაქი“ (რუსთავი)

კონკურსი გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში და შერჩეული ფოტოები გამოქვეყნდება
ყოველკვირეულად, გაზეთის ბოლო გვერდზე, ერთ ნომერში ერთი ფოტო.
კონკურსის დასრულების შემდეგ, მოხდება გამოქვეყნებული ფოტოების გამოფენა, სადაც
გამოვლინდება სამი გამარჯვებული. პირველ ადგილს შეარჩევს სპეციალური ჟიური, მეორე ადგილი
შეირჩევა გაზეთში განთავსებული მანდატების რაოდენობის მიხედვით და მესამე ადგილი შეირჩევა
facebook მოწონებებით.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.

კომენტარები გამორთულია