დასავლეთ საქართველოში თოვლი მოვიდა

0
899

გოდერძის უღელტეხილზე თოვს. ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, 3-4 სანტიმეტრის თოვლის საფარს ამ დროისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ საზაფხულო იალაღებია, სადაც მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებლებს რამდენიმე თვით საძოვრებზე პირუტყვი გადაჰყავთ.

 სულ ხულოში 20 ასეთი იალაღია. ამ დროისთვის იალაღებზე მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია გადასული. გამოდარებას აჭარაში სინოპტიკოსები 25 მაისიდან ვარაუდობენ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები გამორთულია