ვინ არის რუსთავის ყველაზე მაღალქულიანი კურსდამთავრებული

0
9454

რუსთავის მასშტაბით გამოსაშვებ გამოცდებზე, ყველა საგანში სრული 10 ქულა მხოლოდ ერთმა მოსწავლემ, ნიკა ბეჭვაიამ მიიღო. ნიკა მე-4 საჯაროს კოლაში სწავლობს, მას საატესტატო გამოცდების 8-ვე საგანში სრული 10 ქულა აქვს.

ნიკა ბეჭვაია, ჟიული შარტავას სახელობის მე-4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული:

-დავიბადე რუსთავში და მას შემდეგ ვცხოვრობ აქ. მინდა, გავხდე წარმატებული ადამიანი და სიამოვნება მივიღო მომავალი პროფესიით, რადგან, ვფიქრობ, ადამიანის პროფესიულ საქმიანობაში ესაა უმთავრესი. მინდა ჩავაბარო თავისუფალ უნივერსიტეტში, MACS-ის სკოლაში.  ჩემი აზრით, მიზნის მისაღწევად, უპირველესად, საჭიროა – მონდომება, ბევრი შრომა და მიზანდასახულობა. მიყვარს წიგნები და სპორტი, განსაკუთრებით ფეხბურთი. (HALAMADRID) ასევე შიგადაშიგ ფილმებსა და სერიალებსაც ვუყურებ. თავისუფალ დროს ძირითადად ვერთობი ფეხბურთის თამაშით.

 

 

კომენტარები გამორთულია