თურქეთში ქართველი ემიგრანტის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

0
453

თურქმა სამართალდამცველებმა ქართველი ემიგრანტის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთში, დღეს დილით, საქართველოს მოქალაქის 34 წლის ელენე გოკაძის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის, წამებით თანაუბნელმა, ყრუ-მუნჯმა კაცმა მოკლა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება გრძელდება.

34 წლის ემიგრანტის საქართველოში გადმოსვენების საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ იზრუნა და ის უკვე საქართველოშია გადმოსვენებული.

კომენტარები გამორთულია