რუსთავი2-ის ხელმძღვანელად შესაძლოა კობა ნაყოფია დაინიშნოს

0
1149

“რუსთავი 2”-ის მენეჯმენტში შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს, -ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. სააგენტოს წყაროს ცნობით, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამიას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბიზნესმენი კობა ნაყოფია შეცვლის.

გავრცელებული ინფორმაციით, არხზე დაგეგმილია საკადრო ცვლილებებიც.

„ტელეგრაფი” შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას თავად კობა ნაყოფიასთან, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი ნაყოფია წლების განამვლობაში ოქროსმომპოვებელ კომპანიებს არემჯი გოლდსა და არემჯი კოპერს ხელმძღვანელობდა, ის საქართველოს პარლამენტის წევრი ბოლნისის მაჟორტიარული ოლქიდან ორჯერ გახდა, ხოლო ამჟამად იგი პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით არის გასული.

ნაყოფია რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მისი შვილიშვილის ნათლია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

 

კომენტარები გამორთულია