გარდაბნის მუნიციპალიტეტში თელეთობა აღნიშნეს

0
226
დღეს მართლმადიდებლური სამყარო ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ეს დღე განსაკუთრებით აღინიშნება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში. ყოველ წელს ამაღლების დღესასწაულს ემთხვევა სოფლის სახალხო დღესასწაული თელეთობა. სადღესასწაულოდ სოფელში ადგილობრივი თვითშემოქმედებითი ჯგუფები ღონისძიენას მართავენ.
დღესვე გამოვლიდნენ სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულები. ქართულ ჭიდაობაში ფალავნობა გიორგი ზაქაიძემ მოიპვა და მას ცხვარი გადასცეს. რაც შეეხება თელეთობა 2017-ის სხვა მონაწილეებს ისინი სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
ტრადიციული სახალხო დღესასწაული წელს რიგით 22-ედ აღინიშნა.

კომენტარები გამორთულია