ემოციური, მხიარული და განსხვავებული ბოლო ზარი რუსთავის 24-ე საჯარო სკოლაში

0
6978

ათეულობით წელია რუსთავის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის სტატუსს ინარჩუნებს, ოფიციალურად ივანე ჯავახიშვილის სახელობის 24-ე საჯარო სკოლა ჰქვია, თუმცა მას ყველა გიმნაზიად მოიხსენიებს. ხშირად ისმევა კითხვა, რატომ არის პრესტიჟული გიმნაზიაში სწავლა და რატომ არის მასზე მოთხოვნა მაღალი. ზოგი სწავლის დონით გამოარჩევს, ზოგი ტრადიციებით, მოსწავლეთა კონტიგენტით, მასწავლებელთა პროფესიონალიზმით, მოკლედ ყველას თავის შეფასების კრიტერიუმი აქვს… დღეს კი სკოლამ ყველა კრიტერიუმს ერთიანად მოუყარა თავი და ემოციური და შთამბეჭდავი გამოსაშვები საღამო გამართა. გიმნაზიის ეზოში მოწყობილ სპეციალურ პავილიონში კურსდამთავრებულებს სკოლის ხელმძღვანელობამ სიმბოლური დიპლომები გადასცა და ერთად შეაფასეს განვლილი 12 წელი.

ნახეთ ვიდეო:


კომენტარები გამორთულია