თბოელექტროსადგურში აალების შედეგად ორმა მუშამ დამწვრობა მიიღო

0
305

დაახლოებით ერთი საათის წინ, საქართველოს გაერთიანებულ თბოელექტროსადგურში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც აალება გამოწვია. აალების შედეგად, 50%-ზე მერტი, მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო ორმა მუშამ. მურმან ვაყაშვილი და გივი გოგოლაძე, ამ წუთებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში, “ჯეო ჰოსპიტალში” არიან გადაყვანილები.

როგორც “ტელეგრაფს” გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუმარტა, მუშების გადაყვანა თბილისსში დამწვრობის ცენტრში მოხდება. ტრანსპორტირებისთვის კი რეანომობილს ელოდებიან.

გავრცელებული ინფორმციით, სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები არცერთ მუშას არ აღენიშნება. მოხდება თუ არა კომპანიის მიერ მათი მკურნალობის ხარჯების დაფინანსება ჯერჯერობით უცნობია.

“ტელეგრაფი” არკვევს რამდენად იყო დაცული შრომის უსაფრთხოება, საქართველოს გაერთიანებულ თბოელექტროსადგურში.

კომენტარები გამორთულია