პროექტს „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მარნეული შეუერთდა

0
198

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტი „ვეფხისტყაოსნის“ სახალხო გადაწერის პროექტს შეუერთდა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში დილის ათი საათიდან დაიწყო. პოემის სახალხო გადაწერის პროექტში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მეუფე გიორგიმ, ადგილობრივი რესურსცენტრის თანამშრომლება, მარნეულის სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა. პროექტის „გადაწერე ვეფხისტყაოსნის“ იდეის ავტორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი. სპეციუალურად ვეფხისტყაოსნის გადასაწერად შექმნილი ხელნაკეთი მოძრავი წიგნი მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ არის შესრულებული. ხელნაკეთი წიგნი თბილისსა და რეგიონებში 15 მაისიდან – 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“ და ყველა მსურველს შეუძლია ხელნაწერ წიგნში ერთი სტროფის სიმბოლურად გადაწერა. 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება. აღსანიშნავია, რომ სახალხო პროექტში მონაწილეობა უკვე მიიღეს 112-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პარლამენტის ადმინისტრაციის, ეროვნული ბიბლიოთეკისა და სამშობიარო სახლ „ჰერას“ თანამშრომლებმა. წიგნი ასევე გადაწერეს რაბათის, ვარძის, მცხეთისა და გორის მოსახლეობამ და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა.

კომენტარები გამორთულია