როდის წარადგენს ქვემო ქართლის გუბერნატორი ახალ მოადგილეებს

0
930

თითქმის ერთი კვირაა ქვემო ქართლის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს. 18 მაისს რწმუნებულ-გუბერნატორის პოსტი გრიგოლ ნემსაძემ ოფიციალურად დაიკავა.

წარდგენის დღეს ნემსაძემ მედიასთან საკადრო ცვლილებებზე არ ისაუბრა და განაცხადა, რომ დაწვრილებით მას შემდეგ ისაუბრებდა, რაც სამუშაო რეჟიმს აქტიურად შეუდგებოდა. როგორც ნემსაძემ დღეს განაცხადა, მოადგილეებს მომავალ კვირას წარადგენს.

როგორც ცნობილია გუბერნატორის მოადგილეები ალექსანდრე მეტრეველი და ზაურ დარგალი გახდებიან, მერტეველი 2013 წლამდე მარნეულის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ზაურ დარგალი კი მიმდინარე წლის 24 მაისამდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა.

გუბერნატორის თქმით, ორივე კანდიდატურა პროფესინალიზმის მიხედვით შეირჩა.

რაც შეეხება გუბერნატორის მესამე მოადგილეს, გავრცელებული ინფორმაციით მას კახა კობერიძე დაიკავებს, კობერიძემ მედიასაშუალებებს ინფორმაცია დაუდასტურა. თავად გუბერნატორმა კი მესამე მოადგილესთან დაკავშრებით კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გააკეთა.

 

კომენტარები გამორთულია