ტვილდიანის უნივერსიტეტში სპორტული მოედნები მოეწყობა

0
95

შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერისტეტისმა“ რუსთავის საკრებულოს, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის საკითხით მიმართა. აღნიშნული საკითხი დეპუტატებმა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. სხდომაზე გახდა ცნობილი რომ უნივერსიტეტი სპორტული აქტივობებისთვის შესაბამისი სივრცის მოწყობას უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფს. შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერისტეტისთვის“ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის (იჯარა) უფლებით გადაცემას დეპოუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

კომენტარები გამორთულია