ქვემო ქართლის ბიზნეს ფორუმი

0
264

რუსთავში, BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით ქვემო ქართლის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმზე რეგიონში არსებულ ბიზნეს გარემოზე, ხელისშემშლელ და ხელშემწყობ ფაქტორებზე ისაუბრეს. ასევე მოხდა რეგიონის განვითარების გზეის და სტრატეგიების განხილვა.

BUSINESS GEORGIA-მ რიგით მეორე რეგიონულ ფორუმი ჩაატარა, რომელმაც 200-მდე წარმატებულ ბიზნესმენს, მსხვილ ინვესტორებს, უცხო ქვეყნის საელჩოებისა და მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა.  ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს როგორც ბიზნესის კეთების შესაძლებლობებსა და რეგიონული განვითარების მნიშვნელობაზე, ასევე სახელმწიფოს როლზე ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნაში.

ფორუმზე მიმოიხილეს რეგიონის განვითარების დინამიკას და ტენდენციებს დარგობრივ ჭრილში, კერძოდ კი,  სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობის, ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. საუბარი შეეხო იმ რესურსებს, რაც კომერციული სექტორის საქმიანობისათვისაა ხელმისაწვდომი; განიხილეს რეგიონის სატრანზიტო მნიშვნელობა – მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, თბილის-ერევნის რკინიგზის ხაზი; სპიკერებმა ისაუბრეს ფინანსური რესურსების მისაწვდომობის, სამთავრობო ხელშეწყობისა და ბიზნეს აქტივობების დეცენტრალიზაციის დონეზე, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერზე, რეგიონული განვითარების პროგრამებზე და საინვესტიციო  შესაძლებლობებზე.

ფორუმის პირველი მომხესენებელი ქვემო ქართლის გუბენრატორი გრიგოლ ნემსაძე იყო. სიტყვით გამოვიდა ასევე ქალაქის მერი დავით ჯიქია.  BUSINESS GEORGIA-ს მთავარი მხარდამჭერი კი ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო იყო.

კომენტარები გამორთულია