30 წლის გიორგი გოცირიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

0
499

სოციალურ ქსელში მოქალაქე თეა მეშვილდიშვილი წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ძალიან ძნელია ვიპოვო სიტყვები იმ ტკივილისა რასაც ეხლა განვიცდი , ექვსი წლის წინ დავკარგე მამა, რომელსაც ვერ მივუსწარი, ვერ ვუშველე, ვერ გადავარჩინე და საკუთარ თავს ჩემს შეცდომებს ვერ ვპატიობ… ეხლა უფალმა ისევ განსაცდელის წინაშე დამაყენა, რათა ეს შეცდომები გამოვასწორო, ვიბრძოლო ჩემი კეთილი ადამიანის გამო და დავამტკიცო, რომ ერთად ყოფნით ყველაფრის დამარცხება შეიძლება… ჩემო მეგობრებო, ეს ადამიანი ჩემი მამიდაშვილია. უკეთილშობილესი, თბილი, მოსიყვარულე,წყნარი, მშვიდი ადამიანი, რომელსაც ჩვენი თანადგომა და დახმარება  ესაჭიროება უდიდეს  პრობლემასთან გასამკლავებლად. გთხოვთ, ნუ დაიზარებთ და დაეხმარეთ ჩემს გოგას გამოჯანმრთელებაში. მას არ მოეპოვება საჭირო თანხა საზღვარგარეთ გასამგზავრებლად. უმორჩილესად , გთხოვთ,თუნდაც 5 თეთრით დაგვეხმარეთ, რომ გავუხანგრძლივოთ სიცოცხლის ტკბილი წუთები…”

 

კომენტარები გამორთულია