რუსთავში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება

0
304

26 მაისის აღნიშვნა რუსთავში დღეს 12 საათიდან დაიწყო. ქალაქის ცენტრალური მოედანი დილიდან სადღესასწაულოდ სხვადასხვა ღონისძიებებით არის დატვირთული. ფიროსმანის ქუჩაზე სამხედრო ტექნიკა გუშინ გვიან ღამითტ გამოიფინა. მოედანზე განთავსებულია 1918-21 წლის მოვლენების ამსახველი ფოტომასალა და ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები. რუსთაველებს მთელი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ სხვადასხვა სახის შოუ პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა.

ამ წუთებში უკვე დაწყებულია, შოუ დრამერების და ილუზიონისტების მონაწილეობით, რომლებიც რუსთაველებს დღესასწაულზე მოიწვევენ. ძირითადი ღონისძიებები კი რომელიც დღეს გაიმართება ასე გამოიყურება:

  • 14.00 სთ. დღესასწაულს რუსთავის საკოლების მოსწავლეების მიერ მომზადებული პროგრამა გახსნის.
  • 15.30სთ. რუსთაველის ქუჩაზე,  შოთა რუსთაველის ბიუსტის წინ, ქვის კათედრაზე განთავსებული ვეფხისტყაოსნის ჭედური ნაგებობა დაიდგმება.
  • 16.00 სთ.  ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოედანზე  სატელევიზიო პროექტ ,,კულინარულ დუელში“ მიიღონ მონაწილეობა.
  • 17.00 სთ. ფოლკლორული ანსამლის ,,სალხინო“ კონცერტი.
  • 19.30 სთ. დამოუკიდებლობის აქტის მიღების ინსცენირება.
  • 20.00 სთ. საქართველოს დამუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი მთავარ მოედანზე

26 მაისის აღნიშვნა რუსთავში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

კომენტარები გამორთულია