,,მოდი ღამე მუზეუმში“ – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ეწვია

0
510

,,მოდი ღამე მუზეუმში“-ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა რუსთავის ისტორიულ მუზეუმში.

საღამო აქციით ,,აღმოაჩინე შენი წინაპარი“ მიმდინარეობდა, სადაც სტუმრებმა, უახლესი წარსულის რუსთავის ამსახველ ფოტოებზე, საკუთარი წინაპრების – მშენებლების, მეტალურგების, კულტურული ინტელიგენციის წარმომადგენლების ცხოვრება აღმოაჩინეს, რომელთა შორის იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ბაბუა.

„დედაჩემის მამა, ნესტორ გიორგაძე იყო „ზაკავკაზ მეტალურგ სტროი” – ასეთი ტრესტის მმართველი, სამშენებლო ორგანიზაციის და ამ ორგანიზაციამ ააშენა ქალაქიც და მეტალურგიული კომბინატიც, ამის გარდა ბევრი საინტერესო რამე, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მეორე კორპუსიც. ის არის ნამდვილად დიდი მენეჯერი ჩვენს ოჯახში, რომლის ჩრდილშიც გავიზარდეთ შვილიშვილები და ძალიან ვაფასებდით ამ ადამიანს. 10 წელი ვიცნობდი ბაბუას, 83-ში გარდაიცვალა 82 წლის ასაკში და მთავარი მაგალითი, რაც მე დამრჩა მისგან არის, ის რომ, მის დროს თანამდებობის პირები შენდებოდნენ, ანუ ძალიან დიდი ქონების პატრონი იყვნენ და ჩვენ პრაქტიკულად არაფერი დაგვრჩა, ასე ვთქვათ და ეს მემგონი კარგი მაგალითია”,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ღინისძიებას მინისტრთან ერთად, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი დავით ჯიქია, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მუზეუმში გამოფენილი ექსპონანტების დათვალიერების შემდეგ, სტუმრებმა ეზოში გადაინაცვლეს სადაც ღონისძიება გაიმართა.

 

კომენტარები გამორთულია