როგორ აფასებს ალექსანრე ჯეჯელავა ჩაჭრილი კურსდამთავრებულების რაოდენობას

0
489

„სასიხარულო ის არის რომ, ამ 11 ათასი ადამიანის წინაშე, ჩემი აზრით, არის უფრო მოკლე გზა ღირსეული ცხოვრებისა და დასაქმებისკენ, რომელსაც ჰქვია პროფესიული განათლება. დღეს აქ განსაკუთრებით ჩვენ ვზეიმობთ იმ გმირებს, რომლებსაც ჰქონდათ პროფესიული განათლება  და შექმნეს რუსთავი და ამაზე კარგს ვერაფერს შექმნიდა ის ხალხი”,- განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე ჯეჯელავამ რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ყოფნის დროს, საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეების შეფასებისას.

მინისტრის თქმით, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მონაცემები ორჯერ უკეთესია, ვიდრე უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეების.

„რეფორმა სისტემას სჭირდება სწორედ იმიტომ რომ, ყველა უმაღლესში არ წავიდეს. ეს ანგრევს ჩვენს ქვეყანას, უმუშევრობის ქარხანა გვავს. 3000 საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტს ვაწარმოებთ წელიწადში, როცა მაქსიმუმ სამუშაო ადგილი არის 300, ანუ 2700 ადამიანი ჩვენ უკვე წინასწარ ვიცით რომ იქნება უმუშევარი. ამის გაგრძელება დაუშვებელია,”- ამბობს მინისტრი.

 

კომენტარები გამორთულია