ყელსახვევები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე – რა მოხდა სინამდვილეში

0
546

“რუსმა კომუნისტებმა, დღეს რუსთაველ ბავშვებს, მე-10-ე სკოლის მოსწავლეებს, თავისუფლების მოედანზე, კომუნისტური წითელი ყელსაბამები გაუკეთეს“ – ამ შინაარსის სტატუსი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხარებელმა, თავისუფალი ზონის წევრმა რუსკა მჭედლიძემ განათავსა. თუმცა ფოტოები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ პერფორმანსს ასახავდა, სადაც ნაჩვენები იყო როგორ დაიპყრო საბჭოთა იმპერიამ საქართველო და როგორ გადააგდო შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ საბჭოთა კავშირი, პერფორმანსი ყელსახვევების მოხსნით და საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

რუსთავის სახელოვნებო გაერთიანების ხელმძღვანელი და 26 მაისის ღონისძიებების ორგანიზატორი მარიკა ფიროსმანაშვილი, “ტელეგრაფთან” საუბრისას აღნიშნავს, საკითხთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება ზედმეტია. თუმცა მისი თქმით, სამწუხაროა რომ რუსკა მჭედლიძის პროვოკაციულ პოსტს გამოხმაურება მოჰყვა და ამდენი ადამიანი არსებობს რომელთაც შეუძლიათ მსგავს თემებზე კომენტარი აკეთონ.

კომენტარები გამორთულია