არის თუ არა წინასაარჩევნო პარტიულ კონსულტაციებში ჩართული დავით ჯიქია

0
658

მოახლოებული ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი პარტიების ნაწილმა ღიად დაიწყო, ნაწილი კი მხოლოდ შიდაპარტიულ კულუარებშია თავჩარგული. რა ხდება მმართველი პარტიის რუსთავის ორგანიზაციაში, რომელსაც ქალაქის მერი დავით ჯიქია ხელმძღვანელობს. აღნიშნულ საკითხზე ჯიქიამ გაზეთ „ტელეგრაფთან” ისაუბრა.

– რა მდგომარეობაა რუსთავის პარტიულ ორგანიზაციაში, როგორი მოლოდინები გაქვთ, არის
პარტია მზად არჩევნებისთვის?
– კი ბატონო.
– არის გამოკვეთილი რუსთავის მერობის კანდიდატი?
– ამაზე ჯერ არ ვისაუბრებ.
თუ თქვენ შემოგთავაზებენ, დათანხმდებით?
– არც ეგ არ გადამიწყვეტია, გუნდის გარეშე. გადაწყვეტილებას დავით ჯიქია მარტო არ მიიღებს. აქედან გამომდინარე, ერთიანი გადაწყვეტლება უნდა იქნას მიღებული დავით ჯიქიასი და გუნდის, ამის შემდეგ ვისაუბრებ ამაზე.
– არის კონსულტაციები დაწყებული?
– კი ბატონო, ჯერ არ არის განხილვები მე როგორც მაქვს ინფორმაცია გამგებლებზე და მერებზე, აქ არის პირველადი მოთელვითი სამუშაოები და ამ პროცესში ჩართული ვარ.

წყარო: გაზეთი „ტელეგრაფი” – 22.05.2017წ.

გაზეთი „ტელეგრაფი” გამოდის ყოველ ორშაბათს და ვრცელდება ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე. გაზეთის შეძენა შესაძლებელია საგაზეთო ჯიხურებში. 

კომენტარები გამორთულია