გველი თბილისის ქუჩაზე

0
1858

მოქალაქე სოციალურ ქსელში გველის ფოტოს ავრცელებს, რომელიც რუსთავში, თბილისის ქუჩაზეა გადაღებული. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ფოტოზე გამოსახული ქვეწარმავალი გველხოკერაა, რომელიც ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

„გველხოკერა აბსოლუტურად უწყინარი არსებაა, რომელსაც მართალია, გველის ფორმა აქვს, მაგრამ ის უფეხო ხვლიკია. ზოგ გველს შხამი არ აქვს, მაგრამ კბილები – კი, შეიძლება ადამიანს უკბინოს. გველხოკერას კი, არც კბილი აქვს და არც შხამი.” – აცხადებენ სპეციალისტები.

გველხოკერა (ლათ. Ophisaurus apodus) — უფეხო ხვლიკი ბოხმეჭასებრთა ოჯახისა. 1,5 მ-მდე სიგრძის მორუხო-მოყვითალო სხეულზე მოწითალო ან წენგოსფერი ელფერი დაჰკრავს. გვერდებზე კანის ღრმა ნაოჭი გასდევს. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. გვხვდება ყირიმში, კავკასიაში, შუა აზიაში ადის ზღვის დონიდან 2000 მ-დე. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება — ველებზე, მეჩხერ ტყეებში, ბაღებში და ზოგჯერ სოფლის ეზოებშიც. იკვებება მწერებითა და მოლუსკებით, რითაც სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ივნის-ივლისში დებს 8-10 კვერცხს. ივლის-აგვისტოში ახალი თაობა იჩეკება.

გველი თბილისის ქუჩაზე

კომენტარები გამორთულია