ერევა თუ არა ოჯახის წევრების დასაქმებაში რუსთავის მერი

0
1728

მიმდინარე წლის, მარტის თვეში, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტომ რუსთავის თვითმართველობას 10 000 ლარის დამატება სთხოვა, პიარის თანამშრომლების შტატების დასამატებლად, რაზეც საკრებულომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. თანხის დამტკიცებიდან დაახლოებით 2 კვირაში „ტელეგრაფი” დაინტერესდა მოხდა თუ არა თანამშრომელთა აყვანა, როგორც განვითარების სააგენტოში გვითხრეს, მათ კონკურსი არ გამოუცხადებიათ, ვაკანსიის შესახებ მერიისა და გუბერნიის ადმინისტარციულ შენობებში განათვასეს განცხადება და შესაფერისი კადრი აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, გასულ თვეში რუსთავის მერის და, ქვემო ქართლის განვითარების ფონდში დასაქმდა. გაზეთი „ტელეგრაფი” დაინტერესდა იცოდა თუ არა ქალაქის მერმა რომ სააგენტოში მისი და საქმდებოდა.

– ბატონო დავით, მარტის თვეში ქვემო ქართლის რეგიონული განვითრების სააგენტომ 10 000 ლარის დამატება მოითხოვა, რომელზეც თანხმობა მიიღო. აღნიშნული თანხა, სააგენტომ რუსთავის თვითმმართველობას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის, კადრების დასამატებლად სთხოვა. რამდენად დასაბუთებულია წლის დასაწყისში ამხელა თანხის დამატების საჭიროეება, მაშინ, როცა 40 000 ლარი უკვე დამტკიცებული გქონდათ?
– ზოგადად გეტყვით, 2013 წლის მერე, ჯერ იყო 30000, მერე 40000, მერე 45 ათასი, მზარდი არის ჩვეულებრივად, პიარის თანამშრომელთან დაკავშრებით იყო, მე როგორც მახსოვს.
მაგის გარდა, აქვთ კიდე თავისუფალი ადგილი, მე როგორც ვიცი. ეს ჩვეულებრივი მომენტი არის, გვაქვს ჩვენ მჭიდრო მომენტები, როცა ვთქვათ ისინი გარკვეულ პროექტებზე მუშაობენ
და მოთხოვნის შესაბამისად ვეხმარებით.
– იცოდით რომ თქვენი და საქმდებოდა?
– ვინ?
– თქვენი და…
– ანუ ეს რა არის
– ანუ ამ სამსახურში დასაქმდა თქვენი და
– მაგ სამსახურში, ამ თანამდებობაზე ჩემი და არ არის დასაქმებული, ვაკანსიაც არის, რომ მდომებოდა მე, იქ ვაკანსია არის და ვაკანსიზე დასაქმდებოდა. ეს ერთი, მერე მეორე მომენტი, დავით ჯიქიას აქვს საკუთარი ოჯახი, სოფო ჯიქიას გააჩნია საკუთარი ოჯახი, იმის გამო, რომ დავით ჯიქია არის ქალაქის მერი, სამწუხაროდ, ეხლა ამ ქალაქიდან ვერ გავასახლებ ჩემ დას.
– გასაგებია, მაგრამ თანხას ამატებთ თქვენ
– მაგ ადგილზე არ არის, არასწორი ინფორმაცია გაქვთ
– პიარის თანამშრომელი არ არის?
– მეორე ვაკანსიაზეა თუ არ ვცდები, არ ვიცი, არც მოვიკითხავ, არ მაინტერესებს
– როდესაც ეს თანხა მოითხოვეს, მაშინ თქვეს რომ თანამშრომლები…
– არც მანამდე მომიკითხია ჩემი და სად მუშაობდა, პირდაპირ გეტყვით, პარლამენტში როგორ დაიწყო მუშაობა არც ეგ არ მაინტერესებდა. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მას თავისი. ოჯახი ჰყავს, ქმარი ჰყავს და თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად დაიწყებს მუშოაბას და როგორ დაიწყებს.
– თუმცა როცა თანხა ემატებოდა…
– თანხა ემატებოდა 2015 -შიც, 2014 წელსაც და 2013 წელსაც, მე ამ საკითხს არ ვსვამ ხოლმე და კითხვას არ ვსვამ, ეს არის ჩვეულებრივი მომენტი, ეს არის სააგენტო, რომელიც პროექტებზე მუშაობს და აქედან გამომდინარე მუდმივად…
– ანუ თქვენ არ იცოდით რომ თქვენი და საქმდებოდა?
– ვიცოდი არ ვიცოდი, ეგ ისეთი თემაა, ჩემ ინტერესს არ წარმოადგენს ჩემი და სად დაიწყებს სამუშაოს, პირდაპირ გეუბნებით, არც ის არ მაინტერესებდა პარლამენტში როგორ დაიწყო მუშაობა, იმიტომ რომ მას თავისი ცხოვრება აქვს, თავისი დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს, მე რომ საქართველოში არ ვიყავი მაშინაც დამოუკიდებელი ცხოვრება ჰქონდა და თვითონ მუშაობდა, თვითონ აკეთებდა ყველაფერს. აქედან გამომდინარე, ეგ პრობლემას არ წარმოადგენს.

„ტელეგრაფი” დაინტერესდა არის თუ არა ამჟამად ვაკანსია ქვემო ქართლის განვითარების ფონდში. ფონდის ხელმძღვანელის განცხადებით, ფონდში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.

წყარო: გაზეთი „ტელეგრაფი” – 22.05.2017წ.

გაზეთი „ტელეგრაფი” გამოდის ყოველ ორშაბათს და ვრცელდება ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე. გაზეთის შეძენა შესაძლებელია საგაზეთო ჯიხურებში. 

რა პროექტებზე მუშაობენ ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოში

კომენტარები გამორთულია