რატომ ვერ გაგრძელდება კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია

0
1128

„2017-ში გვქონდა სურვილი, რომ გაგვეგრძელებინა კოსტავას გამზირი, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ მოვახერხეთ”,-განაცხადა გაზეთ ტელეგრაფისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

„ ეს არ ნიშნავს რომ არ გაგრძელდება, პროექტი მზადდება და დაიდება მაგიდაზე. 2017-ში ვერ დაიწყება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფინანსები არ არის. შარშან, ანუ 2016 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებული გვქონდა 52 მილიონი, წელს 45 მილიონია, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცამ დაიკლო, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს ბრალია, არავის ბრალი არ არის. უბრალოდ, წლების განმავლობაში დაგროვილი ვალები, რომელიც ქონდა მუნიციპალიტეტს და არავინ არ იღებდა ამას, ამ თანხების ამოღება მოხდა შარშან, შარშანწინ და შესაბამისად ბიუჯეტი შარშანწინ შედარებით დაბალი იყო 47-48 მილიონზე ადიოდა, შარშან თითქმის 52 მილიონი და წელს წლის დასაწყისში სიტუაცია გვაქვს ასეთი – 45 მილიონია. ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის კიდევ მოხდება თანხების აკუმულირება და გაიზრდება, მაგრამ წინსწრებად ვერ დავეგმავთ პროცესს. როცა არჩევანის გაკეთება მოხდა და გამოკითხვა ჩატარდა მოსახლეობის, მუდმივად ხდება ხოლმე, ძალიან სერიოზული მოთხოვნა იყო თოდრიას ქუჩის რეაბილიტაცია, შესაბამისად, აქცენტი თოდრიასკენ ავიღეთ.”- განაცხადა დავით ჯიქიამ.

წყარო: გაზეთი „ტელეგრაფი” – 22.05.2017წ.

გაზეთი „ტელეგრაფი” გამოდის ყოველ ორშაბათს და ვრცელდება ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე. გაზეთის შეძენა შესაძლებელია საგაზეთო ჯიხურებში. 

კომენტარები გამორთულია