რაში დახარჯა რუსთავის მერიამ 2016 წელს სარეზერვო ფონდი

0
530

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც გამოსცემს ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით აუცილებლობის შემთხვევაში.

რუსთავის მერიის სარეზერვო ფონდი გასულ წელს 246.900 ლარს შეადგენდა. „ტელეგრაფმა” გამოითხოვა ინფორმაცია ფონდიდან განხორციელებული გადარიცხვების შესახებ. როგორც ირკვევა ფონდის უმეტესი ნაწილი მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სწავლის დაფინანსებას მოხმარდა.

გთავაზობთ, ქალაქის მერის დავით ჯიქიას ინტერვიუდან ნაწყვეტს, რომელიც გაზეთ „ტელეგრაფში” გამოქვეყნდა და სარეზერვო ფონდის ხარჯვას შეეხება.

– თქვენი სარეზერვო ფონდის უმეტესობა, გახარჯულია მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და განათლების დასაფინანსებლად, საინტერესოა რა კრიტერიუმებით იღებთ თითეულ გადაწყვეტილებას?

– სახელი და გვარებით შემიძლია გითხრათ ისე მახსოვს ვისაც დავეხმარეთ.

– როდესაც ადამიანი სწავლობს ქართულ-ამერიულ უნივერსიტეტში, სადაც გადასახადი არის მაღალი, სწავლობს 70%-იანი გრანტით და თქვენ უფინანსებთ 3000- მდე ლარს, ასეთ შემთხვევაში რითი ხელმძღვანელობთ?

– 2016 წელს დავიწყეთ თითოოროლა დახმარებები. ეს გოგონა იყო მოსული მოქალაქეთა მიღებაზე, მახსოვს, იმიტომ რომ ქართულ-ამერიკული სასწავლებელი იყო და დაახლოებით 40 წუთი ვსაუბრობდით მიგვეცა თუ არ მიგვეცა, გვქონდა მონაცემები, რომ სწავლობდა ძლაიან კარგად და გადასახადს ვერ იხდიდა, ჩამონათვალში სამწუხაროდ პირველი ჩაწერა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და მერე სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოხვდა პირველში, რაღაც ახალი სისტემაა, მე ეს სისტემა არ ვიცი, აქედან გამოდინარე პრობელმა შეექმნა სწავლასთან დაკავშირებით. იყო სოციალურად შეჭირვებული ოჯახიდან, ერთხელ მყავს ნანახი, არც მის მერე მინახია და არც მანამდე მყავდა ნანახი, უბრალოდ, იმდენად მოტივირებული იყო ეს ადამიანი, შეიძლება ამ ადამიანისგან ძალიან მაგარი ვიღაც დადგეს. ჩვენ მაშინ ამ გოგონასგან მივიღეთ პირობა, რომ კარგად ისწავლიდა და დაფინანსებას აიღებდა, აქ აღარ მოსულა ამ თემაზე.

– იმაში ცუდი არაფერი არ არის, რომ ეხმარებით ახალგაზრდებს, თუმცა, როდესაც არის უამრავი პროგრამა, რატომ უნდა იხარჯებოდეს დამატებით სარეზერვო ფონდი ამ მიმართულებით?

– პროგრამა მაშინ არ არსებობდა, პროგრამა შემოვიღეთ წელს.

– ანუ, წელს პროგრამით ასეთი პრობლემის მქონე ახალგაზრდებს დაეხამარებით?

– წელს ვერ დავეხმარებით, მკაცრად გაწერილი პროგრამა გვაქვს

– ანუ?

– უნდა ჰქონდეთ 75-80-მდე ქულა და განიხილავს სპეციალური საბჭო და მიიღებს გადაწყვერტილებას. 81- დან ზემოთ განიხილება რა თანხა მივცემთ, ხოლო 80-მდე განიხილება მივცეთ თუ არა. მე თვითონაც დოქტურანტურაზე ვსწავლობ და ვხედავ, რომ სწავლა 90-იანებში უფრო რთული იყო, ვიდრე ეხლა. თუ კი ადამიანი სწავლობს, 80 ქულა უნდა მიიღოს.

– სარეზერვო ფონდის ხარჯებში არის სამედიცინო გადარიცხვებიც, რომლებიც ყურადღებას იქცევს, მაგალითად ისეთი მაღალი რანგის კლინიკაში როგორიცაა მედიქლაბჯორჯია, გადარიცხული გაქვთ სამკურნალო თანხა

– ვერავის ვერ ავუკრძალავთ ნებისმიერ საავადმყოფოში მივიდეს, თუმცა, მუდმივად არის ამაზე მსჯელობა. ისეთ კლინიკებში, რომელიც არის ძვირადღირებული, შეიძლება გადავრიცხოთ, თუ სახელმწიფო აფინანსებს მაგალითად 90%-ს 4000 ლარით, ჩვენი დასაფინანსებელია აქედან 10% -400 ლარი, მაგრამ იმ კლინიკაში სადაც 4000 ლარი გამოდის 60% და ჩვენი დასაფინანსებელი არის 2000 ლარი, არ მივცემთ

– გადარიცხული გაქვთ 1619 ლარი ძვირადღებულ კლინიკაში

– სავარაუდოდ, პროპორციული იქნება…

– აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობის თანხა სხვა კლინიკებთან შედარებით, დახლოებით 4-ჯერ ძვირია

– შეიძლება ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებს 5000 ლარით და გეტყვით მეტს არ მოგცემთ, თუ მიხვალთ რუსთავის კლინიკაში ეს იქნება 90 %- იანი დაფინასება, თუ მიხვალთ თბილისი რომელიმე ძვირაღდირებულ კლინიკაში, იქნება 20%, განსხვავებას გვწერს მერე ჩვენ და ვამბობთ, რომ ვინაიდან და რადგანაც შეაქვს მაღალი დონის კლინიკაში, ესეიგი საშუალება აქვს

– და მაინც, გამოდის რომ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა 5000 ლარი, დაეხმარეთ 1600 ლარით?

– ძალიან რთულია, როცა ადამიანს სოციალური ფონი მძიმე აქვს

– როგორ აქვს სოციალური ფონი მძიმე, როდესაც მიდის ძვირადღირებულ კლინიკაში?

– ამას ადამიანს ვერ გააგებინებ, სამწუხარო მომენტია, მაგრამ ამის რეგულაციები მუდმივად არსებობს ხოლმე…

წყარო: გაზეთი „ტელეგრაფი” – 22.05.2017წ.

გაზეთი „ტელეგრაფი” გამოდის ყოველ ორშაბათს და ვრცელდება ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე. გაზეთის შეძენა შესაძლებელია საგაზეთო ჯიხურებში. 

კომენტარები გამორთულია