რა ბედი ელის რუსთავის ცნობილ პირამიდას

0
1188

ათეულობით წელია, რუსთავის მთავარ გამზირზე, ცენტრალური პარკის წინ მიტოვებული „პირამიდა” დგას. დაუსრულებლი ნაგებობა არაერთი რუსთაველის გულისტკივილს იწვევს. ნაგებობა რუსთავის მერიის ბალანსზეა, საინტერესოა რა გეგმები აქვს ადგილობრივ თვითმართველობას და იგეგმება თუ არა მისი გასხვისება.

„ძალიან ბევრი მსურველი იყო რომ ეყიდათ და რაღაცა გაეკეთებინათ, უბრალოდ მერია არ გაასხვისებს სანამ არ იქნება რეალური ადამინი, ვინც ისეთ რამეს განახორციელებს, რაც არ დაარღვევს საერთო ხედს და ფასადს, ეს არ უნდა იყოს პირდაპირ გეტყვით რესტორანი, სუპერ და ჰიპერმარკეტი, უხერხულია ესეთი რაღაცეები ქალაქს არ აკლია”, – განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ გაზეთ ტელეგრაფისთვის მიცემულ ინტერვიუში.

წყარო: გაზეთი „ტელეგრაფი” – 22.05.2017წ.

გაზეთი „ტელეგრაფი” გამოდის ყოველ ორშაბათს და ვრცელდება ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე. გაზეთის შეძენა შესაძლებელია საგაზეთო ჯიხურებში. 

კომენტარები გამორთულია