რუსთავში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

0
2757

რამდენიმე საათის წინ, რუსთავში, 9 მაისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბავშვს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვა სამანქანო გზაზე გადაირბინა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და საწრაფო დახმარების ბრიგადები.

თვითმხილველთა თქმით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია და საპატრულო პოლიციას დაელოდა.
როგორც „ტელეგრაფს” შსს-ში განუცხადეს, საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

„ტელეგრაფი” რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს დაუკავშირდა, სადაც დაზარალებული ბავშვია გადაყვანილი, როგორც ემერჯენსში განგვიცხადეს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას გამოკვლევები უტარდება.

 

კომენტარები გამორთულია