სუიციდის მცდელობის გამო საავადმყოფოში მოთავსებული მამაკაცი მესამე სართულიდან გადახტა

0
206

კლინიკა “გორმედში” მამაკაცი თვითმკვლელობის მცდელობის გამო შეიყვანეს, მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა დასმული და სუიციდის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.

“გორიმედში” დაშავებულს სამედიცინო დახმარება გაეწია და სტაციონარში გადაიყვანეს. მამაკაცი მარტო დარჩენისთანავე მესამე სართულის ფანჯრიდან გადახტა და ადგილზევე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: primenewsgeorgia.ge

კომენტარები გამორთულია