ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალშობილი შველი იპოვეს

0
398

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ახალშენიდან, მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას ახალშობილი შველი დაინახა.

შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 4-5 დღის შველი ნახეს. შველს არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალშობილი შველი, ბათუმიდან თბილისში ჩამოიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს.

კომენტარები გამორთულია