გუბერნატორი წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში

0
202

29 მაისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში გასვლითი სამუშაო შეხვედრები გამართა. მხარის პირველი პირი მოადგილესთან, ალექსანდრე მეტრეველთან ერთად უშუალოდ შეხვდა გამგეობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და მათგან მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა შესრულებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები ერთობლივად დასახეს. დღესვე გრიგოლ ნემსაძემ წალკაში მდებარე დაშბაშის კანიონი დაათვალიერა და ყურადღება გაამახვილა რეგიონში ტურისტული პოტენციალის გაძლიერების მნიშვნელობაზე. ასევე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და გერმანული სოფლისთვის ძველი იერ-სახის დაბრუნებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე აღნიშნული ფორმატის შეხვედრებს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავს.

კომენტარები გამორთულია