საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ღია კონკურსი გამოცხადდა

0
203

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2151 მუხლის შესაბამისად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის − მეურვის კანდიდატურის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა.

შესაბამისი ბრძანება საქართველოს პარლამენტმა დღეს მიიღო. დოკუმენტის თანახმად ირკვევა რომ მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

  • მეურვეობის კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისარებად შემდეგი ქვე პუნქტები უნდა გაითვალისწინოს:
  • მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები წარდგენილ იქნეს 2017 წლის 13 ივნისის ჩათვლით.
  • მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები შეიტანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი №26 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge.
  • მეურვეობის კანდიდატის წარდგენის თაობაზე განაცხადს თან უნდა ერთოდეს: ა) კანდიდატის CV; ბ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; გ) კანდიდატის მიერ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილებას, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში; ე) საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია.

ბრძანება საჯაროდ  2017 წლის 29 მაისს გამოცხადდა და ძალაში საჯაროდ გამოცხადებისთანავე შევიდა. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს 1 თვის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

კომენტარები გამორთულია