სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების ახალი სახელმწიფო პროგრამა

0
406

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება

► პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს 24 მუნიციპალიტეტის – წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, გორის, ქარელის, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს – იმ დასახლებებს, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება.

► პროგრამა ითვალისწინებს, მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან მთელ რიგ დახმარებებს, მათ შორის ტექნიკისა და სათიბ-საძოვრების გადაცემას, რათა ხელი შევუწყოთ მეცხოველეობის განვითარებას. ეს პროგრამა ორი წელს მოიცავს და სახელმწიფოს მხრიდან იქნება 6 მილიონი ლარი გამოყოფილი,

► პროგრამის ფარგლებში:
· მოხდება წვრილი ფერმერების კოოპერაცია, ინფრასტრუქტურისა და გადამამუშავებელი სიმძლავრეების შექმნის ხელშეწყობა.
· მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბებისა და საძოვრების ათვისება და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა.
· შეიქმნება რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო და მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოება.
· პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბები და საძოვრები გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს, მფლობელობაში გააჩნიათა არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული.
· პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მერძეული და მეხორცული მიმართულების მაღალპროდუქტიული ჯიშების ფურების (უშობლების) შესყიდვა, რომლებიც 10%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა კოოპერატივებს.

კომენტარები გამორთულია