სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაამუშავა

0
450

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 28 მაისს კახეთში, სიღნაღის რაიონში 1000 კმ2 საერთო ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაამუშავა, რისთვისაც 35 რაკეტა იქნა გასროლილი. საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატების გადაადგილების გამო დამუშავება მიმდინარეობდა მნიშნვნელოვანი შეზღუდვების პირობებში.


მართვის ცენტრის მიერ, დღის მეორე ნახევრიდან, კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან 10 მ/წმ სიჩქარით შემომავალი ჩამოყალიბებული ფრონტალური ღრუბლის მასები დაფიქსირდა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 30-40 მმ მდე იყო. სეტყვასაშიში ღრუბლების მასების დამუშავება მნიშნვნელოვანი შეზღუდვების პირობებში განხორციელდა. თუმცა ზემოქმედების შედეგად, რეგიონში შემოსული ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ნალექის არსებულ მასშტაბებში შეკავება და შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება მოხერხდა

კომენტარები გამორთულია