სასტუმროს “არმაზის” მფლობელმა თავი ჩამოიხრჩო

0
369

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი, რომელშიც გაჩენილ ხანძარსაც ორი წლის წინ, რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა, გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქობულეთში, აღნიშნულ სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ.

კომენტარები გამორთულია