თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის წამახალისებელ გათამაშებასა და ლატარიაში პრიზებად გამოყენება იკრძალება

0
150

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შედის.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის სწრაფად და ეფექტიანად რეალიზაციის მიზნით წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემა. ასევე აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის წამახალისებელ გათამაშებასა და ლატარიაში პრიზებად გამოყენება ან/და ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება.“.

კანონი 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.

 

კომენტარები გამორთულია