ორი წლის წინ ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების მშობლები პრესკონფერეციას მართავენ

0
418

“რატომ არ აძლევდნენ ამ ადამიანს უფლებას რომ შეგვხვედროდა ჩვენ ბავშვების მშობლებს. ძალიან არადამაჯერებელია ამ ადამიანის თვითმკვლელობა, მან თითქმის მილიონიანი ქონება დაკარგა, სამ არასრულწლოვან ბავშბთან ერთად ხანძრის დროს, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. რატომ მაშინ არ მოიკლა თავი, იძულებული გახადეს რომ მას თავი მოეკლა” – ამის შესახებ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე, დაღუპული ბავშვების მშობლებმა განაცხადეს.

გარდა ამისა, მშობლებმა გამართულ პრესკონფერენციაზე, ბავშვების დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს და ამბობენ რომ თავიდანვე, გამოძიება არასწორად წარიმართა. ისინი საქმის გადახედვას და გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.

შგეახსენებთ რომ გუშინ ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი, რომელშიც გაჩენილ ხანძარსაც ორი წლის წინ, რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა, გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო.

ქობულეთში, აღნიშნულ სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ.

კომენტარები გამორთულია