რუსთავის მერიაში მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

0
543

რუსთავის მერიაში, დღეს, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
ქალაქის მერის, დავით ჯიქიას თავმჯდომარეობით, კომისიამ სამედიცინო (სამკურნალო-საოპერაციო ) ხარჯების დაფინანსების თხოვნით შემოსული 88 განცხადება განიხილა. კომისიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა სამკურნალო და საოპერაციო ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 35090 ლარით ანაზღაურდება.
მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით, 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე, სულ 581 რუსთაველმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 317 709 ლარი დაიხარჯა.
რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებაში ასევე მოქმედებს მოქალაქეთა მედიკამენტებით დახმარების, აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისა და C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსების პროგრამები. რუსთავის მერია მიმდინარე წელს სულ 24 სხვადასხვა სოციალურ პროგრამას ახორციელებს.

კომენტარები გამორთულია