ქობულეთში გარდაცვლილი სასტუმროს მეპატრონის წერილი გასაჯაროვდა

0
930

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ მეპატრონის ზაზა (ჯემალ) ართმელაძის დატოვებული წერილი გასაჯაროვდა, რომელიც სავარაუდოს სიკვდილის წინ დაწერა. წერილში ავტორი  რამდენიმე წლის წინ, მის სასტუმროში მომხდარი შემთხვევის შესახებ საუბრობს.

„იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა, სამწუხაროდ მიშველების საშუალებაც არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლეს არ დავიშურებდი, მთელი ჩემი არსებით, მაგრამ სამწუხაროდ, ძებნა დაიწყო გარეთ, ქუჩაში, ბაღში, ზღვის“, – აღნიშნულია წერილში.

ამასთან, წერილში ზაზა ართმელაძე მისი ოჯახის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაშიც მომხდარის შემდეგ აღმოჩნდა.

„საქმის ვითარება სამწუხაროდ ისე მიდის, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ ბავშვების დაღუპვაში, თუმცა სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებიდან ნათლად იკვეთება ყველაფერი. ვინ გაექცევა იმ ცოდვას ღმერთის წინაშე, ვინც ტყუილს იტყვის და ვინმესკენ გადაიხრება, როდესაც სამი პატარა ბავშვია დაღუპული. მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება!

იმ მუხლთან ერთად, რითაც კანონი, პროკურატურა მედავება, სიტყვიერად სასამართლოზე გულგრილობაში და და დაუდევრობაშიც კი მე მდებენ ბრალს. ყოველივე ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო, რომ რვა საათის განმავლობაში ხანძრისგან ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი შრომით ვაშენეთ. ამასთან ერთად, მეორე ბანკის სასამართლოზე მოსამართლე ვერ ხედავს ფორსმაჟორის დაურღვეველ ძალას და ყველაფერი, თუკი რამ დარჩა ოჯახს, უნდა წაერთვას მისი გადაწყვეტილებით. ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა. უფალს ვევედრები, შემინდოს თუკი რამე არასწორად გადავწყვიტე“, – წერს ართმელაძე და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ემშვიდობება.

კომენტარები გამორთულია