აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხთარლის ბრალი წაუყენა

0
163

აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ავრცელებს.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი არსებული ინფორმაციით, თბილისიდან გაიტაცეს და იგი ბაქოშია დაპატიმრებული. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდა მისი საზღვარზე გადაყვანა. თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თქმით, ის აზერბაიჯანის მხარეს საქართველოს უშიშროების ძალებმა გადასცეს.

საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები გამორთულია