ბოლნისის მუნიციპალური თეატრის მორიგი წარმატებული პრემიერა

0
206
ბოლნისის მუნიციპალური თეატრის რეჟისორმა, ზურაბ ხვედელიძემ მაყურებელს ლაშა თაბუკაშვილის პიესა წარუდგინა. რეჟისორმა დასთან ერთად სცენაზე დაჩისა და კატოს სიყვარულის ტრაგიკული ამბავი გააცოცხლა.
,,სადღაც, ცისარტყელას მიღმა“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერა ბოლნისის კულტურის სახლში 30 მაისს შედგა და რომელმაც მაყურებლის დადებითი შეფასება დაიმსახურა.
პრემიერას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.

კომენტარები გამორთულია