ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი ქვემო ქართლში

0
370
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეები, რ.ა და დ.ა., გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკის მიმდებარედ მდინარე მტკვარზე, გასაბერი ნავიდან მოიპოვებდნენ თევზს, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით. მიუხედავად სამმართველოს თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ თევზჭერა და გამოსულიყვნენ ნაპირზე, მათ მდინარეში გადაყარეს ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან-ბადე და სათლი დაჭერილი თევზით.

სამმართველოს თანამშრომლებმა მოტორიანი ნავით განახორციელეს დევნა და მოქალაქეები დააკავეს. ნავში აღმოაჩნდათ 300 გრამი სხვადასხვა სახეობის თევზი.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

 

კომენტარები გამორთულია