თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

0
183

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა ერაყის საზღვართან, აფრენიდან რამდენიმე წუთში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა.

ადგილზე გაემგზავრა თურქეთის თავდაცვის მინისტრი.

წყარო: Aljazeera

კომენტარები გამორთულია