მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, სასამართლოს გადაწყვეტილებით თანამდებობაზე ბრუნდება

0
2322

მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, სასამართლოს გადაწყვეტილებით თანამდებობაზე ბრუნდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. “ტელეგრაფი” მიხეილ თათარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

„2015 წლის 21 აგვისტოს გამათავისუფლეს მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან უკანონოდ. გავასაჩივრე, ინსტანციები მოიარა საქმემ, სასამართლომ გააუქმა უკანონო გადაწყვეტილება, რუსთავის მერიას კი დაავალა სწორად ჩაეტარებინა ადმინისტრაცილი წარმოება და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. თუმცა მერიამ წარმოება ფორმალურად ჩაატარა და არ გაითვალისწინა არც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არც საერთაშორისო კონვენციების რეკომენდაციები და სამართლებრივი საფუძველი შეუცვალა სამქეს. ჩამიწერეს რომ მე არ გამაჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია. რა თქმა უდნა გავასაჩივრე ჯიქიას მიერ მიღებული უკანონო ბრძანება და დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ჩემი სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. როდესაც ჩამბარდება ეს გადაწყვეტილება, ჩემი აღდგენა მალევე უნდა მოხდეს, არანაირი გასაჩივრება აღარ მოხდება, მერიას არ აქვს გასაჩივრების უფლება. დაახლოებით ერთ თვეში ველოდები რომ სამსახურში დავბრუნდები. ამით რუსთავის ბიუჯეტმა იზარალა, დაახლოლებით 28 000 ლარი. დავით ჯიქიას ბიუჯეტიდან აქვს თანხა გადასახდელი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა რომ დაობს რამდენიმე თანამდებობის პირი, ერთ-ერთის წარმომადგენელი მე ვარ პირადად, ბატონ გოჩა ლორიას ვგულისხმობ, ასევე ირმა მესხი, დარწმუნებული ვარ ამ შეთხვევებშიც მერიას ამ პროცესების მოგების შანსი არ აქვს. ირმა მესხიც და გოჩა ლორიაც ძალიან მალე მოიგებენ სასამართლოს და დაბრუნდებიან თანამდებობაზე“ – განაცხადა მიხეილ თათარაძემ.

კომენტარები გამორთულია