რუსთავის №2 საჯარო სკოლაში სპორტული ტურნირი სახელწოდებით „გეკო“ ჩატარდა

0
382

31 მაისს რუსთავის №2 საჯარო სკოლაში უკვე ტრადიციად ქცეული სპორტული ტურნირი სახელწოდებით „გეკო“ ჩატარდა, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ქართველი ჩემპიონის გურამ გუგენიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში, ასპარეზობის ჩემპიონ მოსწავლეებს გურამ გუგენიშვილის სახელობის თასი პირადად გადასცა რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ ზაურ დარგალმა რომელმაც მოსწავლეებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
ტურნირში მონაწილე სხვა სკოლის წარმომადგენლები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვდნენ.
ხსოვნის საღამოს გურამ გუგენიშვილის ოჯახის წევრები, სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, მეგობრები, პედაგოგები და მწვრთნელები დაესწრნენ.

კომენტარები გამორთულია