ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო

0
253

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში სახვადასხვა სახის სადღესასწაულო და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ქვემო ქართლში სახლემწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო ღონისძიების ნაწილი, სადაც  ,,არტ-კერას“  მოსწავლეების ნახატების გამოფენა მიმდინარეობს, გარდა ამისა პატარები  ფერადი ცარცებით  მიმდებარე ტერიტორიას მოხატავენ, იქვე ტარდება კონცერტი  ფოლკლორულ  ანსამბლ ,,თამარისისა’’ და  ხალხურ საკრავთა ანსამბლ ,,ჩონგურის’’  მონაწილეობით.  ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და რუსთავის მერი დავით ჯიქია და სამხატვრო სკოლა ,,არტ-კერას“  მოსწავლეებს საჩუქრებსა და სიგელებს გადასცემენ.

რაც შეეხება სხვა დაგეგმილ ღონისძიებებს  გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში ა(ა)იპ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ორგანიზებით,  ქალაქის ბაგა-ბაღების  ოცივე ფილიალის აღსაზრდელების მონაწილეობით, კონცერტი მიმდინარეობს.

16:00 საათზე რუსთავის ისტორიულ მუზეუმში   ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა სახელწოდებით –  ,,სამყარო ბავშვების თვალით“ გაიხსნება.

17:00 საათიდან, სადღესასწაულო ღონისძიებები რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ჩატარდება.   პატარებს პარკის ტერიტორიაზე ანიმატორები დახვდებიან,  მათ  ნაყინითა და ლიმონათით უფასოდ გაუმასპინძლდებიან და ფერად ბუშტებს დაურიგებენ.

17:00 სათზე  ამფითეატრში ბავშვებისათვის დაიწყება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას  რუსთავის ზაქარია  ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა, ფოლკლორის სკოლა,  რევაზ ლაღიძის სახელობის #3 სამუსიკო სკოლა, ჯანსუღ კახიძის სახელობის #4 სამუსიკო სკოლა, სიონის სამრევლო სკოლასთან არსებული ანსამბლი ,,მთაწმინდელი’’, ფოლკლორული ანსამბლი ,,საუნჯე’’,ანსამბლი ,,ბექთარი’’, ბავშვთა საესტრადო ანსამბლი ,,აკორდი’’ ,მუსიკალური სტუდიები: ,,ნამი’’, ,,აპრილი’’,  ,,სიმღერის სკოლა’’და  ,,ლილე’’ მიიღებენ.

სურვილის შემთხვევაში პატარებს  მხატვრები სახეს ფერადი საღებავებით  მოუხატავენ, პარკში კარიკატურისტი კემო ყველა მსურველს უფასოდ დახატავს.

,,ახალგაზრდობის გავითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“  ორგანიზებით, 20:00 საათზე პარკში გიგი ადამაშვილის კონცერტი დაიწყება, დასასრულს რუსთაველი ახალგაზრდები პატარებთან ერთად, ცაში მანათობელ ფრანებს გაუშვებენ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რუსთავის მერიის, ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის“, ,,რუსთავის ისტორიული მუზეუმის“, ,,ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრისა“ და ,,ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ორგანიზებითა და ხელშეწყობით ტარდება.

 

 

კომენტარები გამორთულია