უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი

0
257

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეებმა რ.ა-მ, ნ.ა-მ, ზ.ს -მ და ვ.მ-მ, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებისა და სოფელ ბეშთაშენის მიმდებარედ, წყალსაცავში ჩააგეს 9 ერთეული, დაახლოებით 70 მეტრის სიგრძის, სახლართი ბადე, რომლებიც ერთმანეთზე იყო გადაბმული. მათ მოპოვებული ჰქონდათ 25 კგ. კარჩხანასა და 9კგ. კარასის სახეობის თევზი.

მოქალაქეებს ჩამოერთვათ სახლართი ბადეები და უკანონოდ მოპოვებული თევზი.

ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

კომენტარები გამორთულია