​ქვემო ქართლის გუბერნატორი  მარნეულის მუნიციპალიტეტის ეწვია

0
699

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს,  ქვემო  ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე ეწვია.

მხარის გუბერნატორი, პირველ მოადგილესთან, ალექსანდერე მეტრეველთან ერთად, მუნიციპალიტეტში გამგეობისა და  საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. 

სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, მუნიციპალიტეტში  მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

 მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, მხარის პირველ პირს,   მუნიციპალიტეტში 2013–2017 წლებში განხორციელებული სამუშაოების ამსახველი მცირე პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრის შემდეგ  სტუმრებმა,  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად,  ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,  საბავშვო ბაღის მშენებლობის  სამუშაოები მოინახულეს.

NO COMMENTS