400 რუსთაველი მძღოლი უფასო სამედიცინო გამოკვლევით ისარგებლებს

0
246

ტრანსპორტის პროფკავშირებსა და რუსთავში მდებარე კლინიკა “ემ მედს” შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც რუსთავი-თბილისის ხაზზე მომუშავე 400 მძღოლი, უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს.

“ჩვენი კამპანია “ჯანმრთელი მძღოლი-უსაფრთხოების გარანტია” გრძელდება, იყო ჯერ თბილისში ახლა ქვემო ქართლში, ექვს თვეში ერთხელ ყველა დასაქმებული მძღოლი შიდა საქალაქო იქნება თუ საქალაქთაშორისო, ყველა მიიღებს უფასო გამოკვლევებს. ჩვენ ჯერჯერობით 400 ადამიანზე გავაფორმეთ ხელშეკრულება ამ დღეებში კი ვფიქრობთ რომ ყველა დასაქმებულ მძღოლს მოიცავს ეს პროექტი” – განაცხადა ტანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ.

“მძღოლბეს გაეწევათ ყველა ის შემოწმება რაც სავალდებულო იქნება,  გაუკეთდებათ კარდიოგრამა, უნდა იყოს წნევის კონტროლი, დერმანტოლოგის კონსულტაცია, ასევე დიაპბეტის გასინჯვადა რაც მთავარია მხედველობასთან დაკავშირებული პრობლმების კვლევა” – განაცხადა კლინიკა “ემ მედის” მენეჯერმა მანანა ოდიკაძემ

აქციით უკვე ისარგებლა რამდენიმე მძღოლმა.

კომენტარები გამორთულია