მაისში წლიურმა ინფლაციამ 6,6 პროცენტი შეადგინა

0
234

2017 წლის მაისში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებამ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაცია) 6,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინდექსი არ შეცვლილა.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,5 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,07 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1,1 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია დაზღვევის ქვეჯგუფზე (15,5 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,4 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-4,9 პროცენტი), ზეთსა და ცხიმზე (-0,7 პროცენტი), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-0,4 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (2,4 პროცენტი), აგრეთვე ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (2,3 პროცენტი).

კომენტარები გამორთულია