რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0
203

2 ივნისს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა, ეფექტური მინდობით აღზრდის მომსახურების განვითარება ქვემო ქართლის რეგიონში (რუსთავი, მარნეული გარდაბანი). საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დამსწრე საზოგადოებს, პროექტის მიზნები, პრეზენტაციის სახით გააცნო.

ექვსთვიან პროექტს, რომელიც რეგიონში ახალი მიმღები მშობლების მოძიებას, არსებული მინდობით აღმზრდელობის გაძლიერებასა და ბიოლოგიური ოჯახების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, სოციალური მომსახურების სააგენტო და „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ ახორციელებენ.

შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ნინო ლომიძე, გოჩა შავაძე, საკრებულოს დეპუტატები, მერიის რამდენიმე სამსახურის უფროსი, მერის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

კომენტარები გამორთულია