რუსთავში ახალი ლიფტის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

0
490

ქალაქ რუსთავში მე-20 მკ/რნ-ის #17 საცხოვრებელი სახლის პირველ სადარბაზოში ლიფტის აღდგენა მოდერნიზაციის სამუშაოების შესყიდვისთვის რუსთავის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სადენდერო დოკუმენტაციის თანახმად, არსებული ლიფტის დემონტაჟი და ახალი თანამედროვე ლიფტით ჩანაცვლება მოხდება.  სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 941 ლარია (დღგ-ს გარეშე) გამოყოფილი. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ვკითხულობთ, წინადადებების მიღება 5 ივნისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე აქვს.

კომენტარები გამორთულია